უნგრეთი-საქართველო პირველ არხზე
საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო მატჩამდე 5 საათზე ნაკლები დრო რჩება.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები, დღეს უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. საქართველოს ჯგუფიდან გასვლისთვის გამარჯვება სჭირდება. უნგრეთში 1000-მდე ქართველი გულშემატკივარი იმყოფება.
მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.