უნგრეთი-საქართველო პირველ არხზე
უეფას ერთა ლიგის მესამე მატჩის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება.
თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნები“ ჯგუფში პირველობის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. უკვე ჩატარებული მატჩების შემდეგ ორივე ნაკრებს თითი-თითო ქულა აქვს და პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებს.
ნაკრების მხარდასაჭერად უნგრეთში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრები.