უნგრეთი-საქართველო – მზადება მატჩისთვის
უეფას ერთა ლიგის მესამე მატჩი – საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ უნგრეთს დაუპირისპირდება.
„ჯვაროსნებმა“ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ მატჩის წინა ვარჯიში უკვე გამართეს, მანამდე კი მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს. ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ ორივე ნაკრებს თითო თითო ქულა აქვთ და მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 2 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.