უნგრეთი და უკრაინა – ურთიერთბრალდებები
უნგრეთი აცხადებს, რომ შეაჩერებს უკრაინაში ბენზინის, დიზელის, ელექტროენერგიისა და სხვა სახის მნიშვნელოვან მიწოდებებს, ვიდრე კიევი ნავთობსადენ „დრუჟბას“ არ აამუშავებს. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა. ორბანის თქმით, ის ასევე უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მის მიმართ გაჟღერებული მუქარით. შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამიზნულ 90 მილიარდი ევროს დახმარებას ევროპაში ერთი კაცი დაბლოკავს, მაშინ ის ამ ადამიანის მისამართს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს.