UNESCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოს, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, იკომოსისა და იკრომის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. მხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს. შეხვედრას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ.