UNESCO-ს სესია

15:28, 26.11.2018

28 ნოემბერს იუნესკო ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია მავრიკიის ქალაქ პორტლუისში დღეიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ქართულ ჭიდაობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა. 2016 წლიდან კი სპორტის ამ სახეობას, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

მსგავსი