UNESCO-ს გადაწყვეტილება – პრეზენტაცია ეროვნულ სასახლეში
იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. ფაქტის აღსანიშნავად, ეროვნულ სასახლეში ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიმართა.
თეონა მაჭარაშვილის ჩართვა #მოამბე