UNESCO-ს ექსპერტები გელათში

იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში მუშაობას შეუდგა. ექსპერტები შეისწავლიან როგორც კედლის მხატვრობის დაზიანებებს, ასევე გადახურვის დროს დაშვებული ხარვეზების გამო შექმნილ მდგომარეობას.

სპეციალისტები გელათში არსებული მდგომარეობის კვლევაზე 30 ივნისამდე იმუშავებენ და მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა.

გელათში მედიისა და მრევლის გადაადგილება შეზღუდულია. ტაძრის წინამძღვრის განცხადებით, ღვთისმსახურება არ შეწყდება და მრევლს შეეძლება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შესვლა.

იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა.