უნებართვო ობიექტების დემონტაჟი

18:33, 07.04.2026

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ, ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტი მოიხსნა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტი. აღნიშნულ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდათ. კვების ობიექტები ბულვარის გამწვანებულ ზოლში იყო განთავსებული და სარეკრეაციო სივრცის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებდა, სავაჭრო ობიექტი კი – იახტკლუბის მიმდებარედ მდებარეობდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 უნებართვო კომერციული ობიექტი ტერიტორიიდან სრულად მოიხსნა. სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდა სამშენებლო ნარჩენების გატანა, ამ ეტაპზე კი – ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით, უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის, მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. პროცესი მიზნად ისახავს, როგორც ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე მოწესრიგებული და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.

მსგავსი