მეტი სივრცე ბათუმის ბულვარში – ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია. ბულვარის განვითარების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციაც და ნებისმიერი ცვლილებაც ამ გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. ბათუმის ბულვარი 145 წლისაა და საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე, ყველაზე გრძელი ბაღია. მას ყოველწლიურად ორ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს, წელს კი სეზონს უფრო მეტი თავისუფალი სივრცითა და ახალი იერსახით შეხვდება.
მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები