უნებართვო მშენებლობა ბათუმში

21:35, 02.10.2019

ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობა ბათუმში. თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ვნებათაღელვის და პროტესტის მიზეზი ხდება.

მერიის გაფრთხილების და ჯარიმის მიუხედავად, მოქალაქე მაინც განაგრძობს იმ კორპუსის აშენებას, რომლის მშენებლობა, როგორც ირკვევა, თავის დროზე არცერთ უწყებასთან არ ყოფილა შეთანხმებული.

ქალაქის მთავრობა შენობის დემონტაჟს ითხოვს, თუმცა ეს მოთხოვნა შესაბამის უწყებაში მხოლოდ ახლა, რვა სართულის აშენების შემდეგ გაიგზავნა.

მსგავსი