„უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026“ მიმდინარეობს Skil will Swiss College-ში. მასშტაბურ ღონისძიებაში, პროფესიული განათლების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების გარშემო სახელმწიფოს, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ფორუმის მთავარი თემაა, თანამედროვე უნარები, პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოში. გაიმართა პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა.