უმუშევრობის მაჩვენებლები

უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლების მონაცემები განაახლა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. ახალი შეფასებით, საქართველოში 2024 წელს 15 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის უმუშევრობის დონე 8 %-მდე შემცირდა. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, 2012 წლის შემდეგ უმუშევრობის ეს მაჩვენებელი პირველად, ერთნიშნა დონეზეა.