მასშტაბური ფინანსური გარიგება და კიდევ ერთი მსხვილი ბანკი საქართველოს საბანკო სექტორში „ლიბერთი ბანკი“ გაიყიდა.
ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება, დღეიდან „ბაზის ბანკის“ მფლობელობაშია. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, ორივე ბანკი დამოუკიდებლად განაგრძობს საქმიანობას. იცვლება მხოლოდ მმართველი რგოლი, გენერალური დირექტორის პოზიციას „ლიბერთი ბანკშიც“ „ბაზის ბანკის“ მმართველი, დავით ცანავა დაიკავებს. მხარეებმა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება ოფიციალურად უკვე გააფორმეს. რა გავლენა ექნება ქართულ საბანკო სექტორზე უმსხვილეს ფინანსურ ტრანზაქციას და სამომავლოდ კიდევ ერთი მსხვილი ბანკის ფორმირებას და რა შეიცვლება მომხმარებლისთვის – შალვა სუმბაძე დეტალებით.