ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგი

უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი, დიპლომატების მოდერატორობით, პარასკევს გაიმართება. ეს ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც მხარეები გუშინდელ კონსულტაციაზე შეჯერდნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ მთავარზე – როგორ შეიცვლება საარჩევნო სისტემა.

საუბარი, ძირითადად, მრავალმანდატიან ოლქებს შეეხებოდა. თუმცა, კონსენსუსი ამ წინადადებაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას უცხოელმა პარტნიორებმა შესთავაზეს, ვერ შედგა. კონსულტაციების პარალელურად, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ბოიკოტს განაგრძობს და ისევ ქუჩის აქციებს გეგმავს.