უმრავლესობის ყოფილი წევრების მოთხოვნა

ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა დაიწყოს. არგუმენტად დეპუტატი სასამართლო რეფორმის მიმართ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებას ასახელებს და სპიკერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს. გადაყენების პროცედურის დასაწყებად ბესელიას მინიმუმ 50-0 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა დღეს გაჟღერებულ ინიციატივას სკეტიკურად უყურებენ ის კანონმდებლებიც, რომლებიც მმართველი გუნდიდან წასვლას ფიქრობენ.

ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან სპიკერის კრიტიკის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დღეს კიდევ ერთი წევრით შემცირდა. ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი იყო, დღევანდელი უმრავლესობიდან წავიდა.

თეონა მანაგაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.