პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების საკითხს მმართველი გუნდი სპეკულაციად აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავის საქმეს ღირსეულად უძღვება.
საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია.
პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საკითხის დამტკიცებას კი 76 დეპუტატის თანხმობა.