უმრავლესობის სხდომა აქციის პარალელურად მიმდინარეობდა

უმრავლესობის სხდომა დღეს აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეები დილიდან პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრაზე შესვლა და შენობის დატოვებაც, შეძახილებისა და სასტვენების ფონზე მოუწიათ. სიტუაცია შენობასთან დღეს დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა.

ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებდა. რა ხდება ამ დროისთვის მმართველი პარტიის ოფისთან, გიორგი კობერიძე გვეტყვის.