უმრავლესობის სხდომა

რამდენიმედღიანი ტაიმაუტი და ფიქრი გადაწყვეტილების მიღებამდე.

დატოვებენ თუ დარჩებიან ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მმართველ გუნდში. მთავარ ფასეულობებზე პოზიციები კვლავ შეუთანხმებელია.

გუნდის კონკრეტულ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე. სწორედ ეს იყო განხილვის თემა „ქართული ოცნების“ დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე. თუმცა აუდიენციის შემდეგ გაირკვა, რომ აქცენტები პარტიულ დისციპლინაზეც გაკეთდა.