უმრავლესობის სხდომა
რამდენიმე საათი რჩება უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით, გუშინ ჟურნალისტებმა შეკითხვა მთავრობის მეთაურსაც დაუსვეს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის, განსაკუთრებული სპეციფიკური თემა ან რაიმე სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.