უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება

უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება. მწვავე განცხადებები მმართველ გუნდში დღეს კიდევ გაგრძელდა. დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოების კითხვებს თავი აარიდა.

არსებულ მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებს “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილი. ზვიად კვაჭანტირაძე თვლის, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, შეხვედრა მაშინ შედგება, როდესაც მივლინებებში მყოფი პარტიის ყველა წევრი თბილისში დაბრუნდება.