უმრავლესობის ლიდერის გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საინფორმაციო ბანერები, რომელიც სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მესამე სექტორის ერთობლივი კამპანიის საპასუხოდ გავრცელდა, კონკრეტული მიზეზით დაიბლოკა.

ნაცებისა“ და „ნაცენჯეოებისთვის“ სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს. არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილების უკან ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დგას, რომელიც ამ სოციალური ქსელის ოფიციალური კონტრაქტორია და ლობისტების მეშვეობით ვერიფიკაცია აქვს მოპოვებული.