უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე. „ქართულ ოცნებაში“ უკვე აღარ ირიცხება ის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც პარტია სასამართლო სისტემისა და საპენსიო რეფორმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო დატოვეს. მართალია, გედევან ფოფხაძე ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს, თუმცა, პარტიამ მისი განაცხადი, წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა.

პარალელურად, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს, პარტიის თავმჯდომარე დეპუტატების მცირე ჯგუფთან ერთად განიხილავს. პირველი შეხვედრა იმ კანონმდებლებთან გაიმართა, რომლებმაც ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ პროექტს, მოსამართლეების უვადოდ განწესების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს.

არსებული ვითარების ფონზე, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდს კვლავ მყარი უმრავლესობა ჰყავს.