უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური სპექტრი „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის მორიგ წერილს აფასებს. განცხადებაში ხუნდაძე, საუბარი და ყაველაშვილი ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა. მათი თქმით, ექვსი თვის თავზეც ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს. მმართველ პარტიაში ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებენ და აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ნეგატიურად წარმოაჩინოს.