უმრავლესობიდან გასული წევრების გეგმები 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობა 12 დეპუტატით შემცირდა.

მცდელობის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერებმა ჯერ ისევ თანაგუნდელების პოზიციის შეცვლა ვერ მოახერხეს. თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, გიორგი მოსიძის, სოფიო ქაცარავას, ირინე ფრუიძის, მარიამ ჯაშის, ზაზა ხუციშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის და გიორგი ბეგაძის შემდეგ ურავლესობა დატოვეს კონსერვატული ფრთის წარმომადგენლებმაც. 24 ივნისის დაპირების ფონზე ზვიად ძიძიგურისთვის, ნინო გოგუაძისთვის და გიგა ბუკიასთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების გუშინდელი გადაწყვეტილება მიუღებელია. შესაბამისად დღეიდან  რამდენიმე მნიშვნელოვანი საპარლამენტო პოსტი ვაკანტურია.