უმრავლესობა ხუნდაძის ინიციატივის წინააღმდეგ

საარჩევნო მოდელის გარშემო უთანხმოების ფონზე მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობაში არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, 2020 წლის შემდეგ პარლამენტის მთლიანად მაჟორიტარული სისტემით არჩევის მომხრე დეპუტატები საკუთარი წინადადების უკან წაღებას არ აპირებენ.

ე. წ. ამერიკული მოდელის განსახილველად მმართველი პარტია თავმჯდომარის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბა. თუმცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრე მაჟორიტარებმა მათივე ინიციატივის მოწინააღმდეგე კოლეგების დარწმუნება ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნების“ ლიდერები თანაგუნდელების წინადადებას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ.