უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა კონფერენცია

რექტორთა მუდმივმოქმედი კრების საერთო სხდომაზე საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო აღიარების საკითხზე იმსჯელეს. კონფერენციას სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების 47 წარმომადგენელი ესწრებოდა. განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობის საკითხი.

შეხვედრას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მან მონაწილეებს თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ეტაპზეა წევრობის შეჩერების გასაჩივრების საკითხი.