უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა კონფერენცია
განათლების მინისტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა. კონფერენციაში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი ჟოზეპ გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში, საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.