უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფცია – აღნიშნულ საკითხზე, დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.