უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვა 

18:41, 28.11.2025

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვები გრძელდება. განათლების მინისტრმა ამ საკითხზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენციაზე ისაუბრა, რაშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება. შეხვედრისას საუბარი, ასევე შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ პირველად საკანონმდებლო ცვლილებას და განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფში რექტორთა კვოტირებას. კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი