უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვა
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას განათლების მინისტრი ხელმძღვანელობდა. განხილვის თემა, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები იყო. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილურობა, პროგრამების კრედიტების მოცულობის შესახებ ბრძანების პროექტი და პროგრამების ტრანსფორმირება, უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადები.