უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია
ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში, უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის წესის ცვლილება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა და სწავლის ხანგრძლივობის ვადების შემცირება – უმაღლესი განათლების სისტემის სამთავრობო კონცეფცია მეორე დღეა დისკუსიის საგანია.
უკმაყოფილების მიზეზი ხდება სასკოლო განათლების 12-დან 11 წლამდე შემცირების ინიციატივა, რაშიც ექსპერტთა ნაწილი ევროპის საგანმანათლებლო სივრციდან გათიშვის საფრთხეს ხედავს. კითხვის ნიშნებს აჩენს ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესიც. ის რომ კონკრეტული სასწავლო მიმართულებები, მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალისტთა ნაწილის მხრიდან, უკან გადადგმულ ნაბიჯად ცხადდება. რეფორმით, გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა ჯერ მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს. როგორი იქნება საბოლოო გეგმა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სხვადასხვა სექტორის ჩართულობით საჯარო დისკუსიები გაიმართება და შესაბამისი კვლევები ჩატარდება.