უმაღლესი განათლების რეფორმა - სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე მომუშავე კომისიამ პირველი სხდომა გამართა.

დაანონსებული რეფორმით 4 წელიწადში საუნივერსიტეტო სისტემა თვისებრივად უნდა გარდაიქმნას. უფრო კონკრეტულად კი სტუდენტებმა ევროპული ქვეყნების მსგავსი მაღალი ხარისხის განათლების მიღება საქართველოდან გაუსვლელად უნდა შეძლონ. კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს მოხსენებით განათლების მინისტრი წარსდგა. ალექსანდრე წულაძემ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები მიმოიხილა. საუბარი შეეხო დაფინანსების მიმართულებასაც. თუმცა, როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.