უმაღლესი განათლების რეფორმას პარლამენტი, დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სწავლა უფასო ხდება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. თუმცა იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება არ შეეხებათ და ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე გრანტს შეინარჩუნებენ. ინიციატივა უმაღლესი განათლების მოდელზე გადასასვლელად, სამართლებრივ ბაზას ქმნის, რაც სამწლიანი ბაკალავრიატის სწავლებასა და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს.