უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტმა და განათლების სამინისტრომ დღეს სტუდენტებისთვის, უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. თავდაპირველად სტუდენტებს, პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს რეფორმის შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში იმ შვიდ გამოწვევაზე ესაუბრა, რომელსაც უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა მოიცავს. ღონისძიებაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის რეჟიმში, კანონმდებლებისთვის კითხვები დაესვათ.