უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის გადაწყვეტილება
საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ასეთია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტების საბოლოო დასკვნა. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების შედეგია. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნა და ვალიდაციის კომიტეტის გადაწყვეტილება წარედგინება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს, რათა მოხდეს ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენა იმ მომენტიდან, როცა მას შეუჩერდა აღნიშნული სტატუსი.