„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით – „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც განათლების მინისტრმა გახსნა. გივი მიქანაძემ კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში, ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე, სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფასა და სხვა თემებზე. ღონისძიებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.