უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები დასრულდა
სასურველ უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის მიცემული შანსი, მეორადი ჩარიცხვების მიზნით განაცხადების წარდგენა დასრულდა.
ახალგაზრდებს, რომლებსაც წინასწარ შემოხაზულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად ქულები დააკლდათ, ამჯერად არჩევანის გაკეთება იმ ფაკულტეტებს შორის მოუხდათ, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩა. ჩამონათვალში იყო პროფესიული პროგრამებიც. შედეგად, 2 000 მსურველიდან 1 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი მიიღო.