საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფი უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. ანდეი სიბიგას ცნობით, 21-22 აგვისტოს, თანამოქალაქეების ტრანსპორტირება საქართველოდან უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიის გავლით განხორციელდა. სიბიგა „განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებისა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების ხელშეწყობისთვის. მისი ცნობით, დაბრუნებული 65 მოქალაქეს შორის 10 ქალი და რვა მძიმედ დაავადებული პირია. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან დაბრუნებული უკრაინელების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 109-ს შეადგენს. მათვე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოებთან უკრაინულ უწყებებთან და ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებიც გამოთქვამენ უკრაინაში რეპატრიაციის სურვილს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისის მეორე ნახევარში შეიქმნა, როდესაც რუსეთმა მიზანმიმართულად მკვეთრად გაზარდა აღნიშნულ გამშვებ პუნქტში დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა. უკრაინული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთს, მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს და არა საქართველოს.