უკრაინული მხარე დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:20, 24.02.2022

უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. შს მინისტრის მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს რომ დაღუპულია შვიდი ადამიანი. მისი ცნობით, ოდესის რეგიონის ქალაქ პოდილსკში დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი პირი, 19 კი დაკარგულად ითვლება. ერთი ადამიანი დაღუპულია მარიუპოლში, სადაც ასევე დაშავებულია ორი პირი. გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდიც. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ასევე  კიევის მოსახლეობას დედაქალაქის გასასვლელებში დიდი საცობების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, არ გავიდნენ სახლებიდან.

მსგავსი