უკრაინული დრონების თავდასხმა ტვერზე

12:27, 09.07.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 რეგიონსა და ყირიმში 73 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტვერში ნავთობ-ბაზაზე თავდასხმა მოხდა. სტავროპოლის მხარეში კი დაზიანდა კიდევ ერთი საწარმო, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ნავთობ-ბაზაა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, უკრაინამ ბოლო თვეებში რუსეთზე დრონებით დარტყმები გაააქტიურა. მათი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია, რამაც ქვეყანაში საწვავის კრიზისი გაამწვავა.

მსგავსი