უკრაინული დრონების თავდასხმა მოსკოვზე
უკრაინამ მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განახორციელა, რის გამოც კომპანია „ვაილდბერისის“ ცენტრალურ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ეს კომპანიის უდიდესი საწყობია, რომლის ფართობი 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. თავდასხმის შედეგად ხანძარი ასევე გაჩნდა დომოდედოვოში მდებარე საწყობში. ეს არის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი ა კლასის წარმოებისა და ლოჯისტიკის კომპლექსი. გავრცელებული ცნობით, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 600 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, რომელთაგან 201 მოსკოვის რეგიონში განადგურდა.
რუსეთის დედაქალაქში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, ქარხნებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.