უკრაინის მასშტაბური შეტევა რუსეთის დედაქალაქზე. დრონების იერიშის შედეგად იწვის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის მიერ განხორციელებული შეტევა ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მასშტაბური იყო. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ განადგურებულია თითქმის 200 დრონი. არის ერთი დაჭრილიც. რუსეთის დედაქალაქზე დრონების შეტევა ამ წუთებშიც გრძელდება. დილიდან იერიშის გამო მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა. ასევე დაიკეტა მოსკოვის ოთხივე აეროპორტი. მოსკოვის გადამმუშავებელ ქარხანაზე შეტევა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დედაქალაქში მდებარე კაპოტნეს ქარხანაზე იერიში მეორედ მიიტანეს. მისივე თქმით, ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ დარტყმებზე. ამასთან ერთად, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ დროა ომი დასრულდეს და რუსეთი დიპლომატიას დაუბრუნდეს.