უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“ – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა. თავდასხმების შედეგად, რუსულმა ავიაციამ ორ მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.