კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შესახებ. მისივე თქმით, კანადა არ გამორიცხავს ჯარების გაგზავნას ასეთი ჩარჩოს ფარგლებში. კარნი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ამასთან, ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ. ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, როგორც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნატო-ს მე-5 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს.