მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი მონაწილეობდნენ. მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი გამართავდა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ დღეს უმეროვი აშშ-ის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ამერიკელ მომლაპარაკებლებთან იმუშაოს.