უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მოლოდინში. ევროპის ქვეყნები კონკრეტულ ვარიანტზე მსჯელობენ. იგულისხმება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში საერთაშორისო კონტინგენტის განთავსება, რაზეც 30-მდე ქვეყანა თანხმობას აცხადებს. პარიზში გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, გეგმის გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სამხედროების განთავსების გარდა, საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზეც. უსაფრთხოების მექანიზმების უგულებელყოფის შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მოსკოვს დამატებითი სანქციებით და მკაფიო პასუხით ემუქრებიან. მუქარა იკითხებოდა რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაშიც. ახლა მთავარი ყურადღება ამერიკის პოზიციისა და მისი როლისკენაა მიმართული.
მსოფლიო ლიდერები ტრამპისა და პუტინის საუბრის მოლოდინში არიან.