პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელისეს სასახლე დატოვა. უახლოეს დროში დაგეგმილია ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. საუბარში ის ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ მასთან შესახვედრად. ასევე, არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე, უკრაინის პრეზიდენტი დღეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართავს შეხვედრას. სტივ უიტკოფი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ესწრებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსურველთა კოალიციას“ აქვს ერთნაირი ხედვა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისთვის და ომის გახანგრძლივებისთვის. ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, ამ ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევისთვის