უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია მათი ქვეყნის საზღვრებთან ჯარების თავმოყრას „უხერხულ საკითხებზე“ დიალოგის დაწყების იძულებისთვის იყენებს. „ამჟამად უკრაინის საზღვართან რუსული შენაერთების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ეტაპობრივი გადაყვანა ფიქსირდება. სწავლებების ტერიტორიებიდან რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის გადანაწილება მიმდინარეობს, თუმცა წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებში მხოლოდ პერსონალი ბრუნდება, ხოლო საბრძოლო და სხვა სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვართან რჩება. ასეთ ქმედებებს აქვს ტაქტიკური მიზანი – ეს არის ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე და ზეწოლა სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებზე, რათა აიძულონ დიალოგი რუსეთის ფედერაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე.  მიზანი ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩაშლაა“ – ნათქვამია განცხადებაში.