უკრაინის თავდაცვის ძალების საარტილერიო წვრთნები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს საარტილერიო წვრთნები გამართეს. ქვეყნის აღმოსავლეთით ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ღამის განმავლობაში არ დარღვეულა. კიევში კი სწავლება მოხალისეებმა ჩაატარეს. უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიული თავდაცვის რაზმების მიზანია, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დედაქალაქის დაცვაში მოხალისეებიც ჩაერთონ.

კიევში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე მუშაობენ.